თავში

კაცი, რომელსაც თავში ტყვია მოხვდა, საავადმყოფოში თავისი ფეხით მივიდა

კაცი, რომელსაც თავში ტყვია მოხვდა, საავადმყოფოში თავისი ფეხით მივიდა
კაცი, რომელსაც თავში ტყვია მოხვდა, საავადმყოფოში თავისი ფეხით მივიდა

28 წლის კაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვია თავში მოხვდა, საავადმყოფოში თავისი ფეხით მივიდა. შემთხვევა ჩიკაგოში მოხდა. მანქანის მიმართულებით, რომელსაც ახალგაზრდა მართავდა ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა გაისროლა. ტყვია საქარე მინის გავლით მძღოლს მოხვდა. მძიმე ჭრილობის მიუხედავად მან გზის გაგრძელება მაინც შეძლო და ექიმებს დახმარებისთვის მიმართა. დაზარალებულს შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ამ დრომდე ვერ ახერხებს სამართალდამცველებთან გასაუბრებას. შესაბამისად, გამომძიებლებმა არ იციან, ზუსტად სად მოხდა შემთხვევა. ასევე, არ არის ცნობილი, სროლა მიზანმიმართული იყო თუ შემთხვევითი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system