თავში

ქედაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ქედაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ქედაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ქედის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. 

მკვლელობაში ბრალდებული შუახნის მამაკაცი დაკავებულია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან მოკლულის ახლობლები, თუმცა ისინი მედიასთან კონფლიქტის მიზეზებზე არ საუბრობენ. 

მოკლულის ცხედარი უკვე გადაყვანილია ექსპერტიზაზე. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლოთ დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system