თავში

ხანძარი მკვლელობის დასაფარად - რა მოხდა ზუგდიდში

ხანძარი მკვლელობის დასაფარად - რა მოხდა ზუგდიდში
ხანძარი მკვლელობის დასაფარად - რა მოხდა ზუგდიდში

ზუგდიდში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნილია და დაკავებულია 22 წლის ახალგაზრდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბრალდებულმა, 1998 წელს დაბადებული რ.პ.ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1983 წელს დაბადებულ მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა ხანძარი გააჩინა და მიიმალა.

ზუგდიდის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შესახებ შეტყობინების გამო მისულ სამართალდამცველებს, პიროვნება უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მას პირველადი დათვალიერებით სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა. 

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

დაკავებული დანაშაულს აღიარებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system