თავში

"ყვიროდა, დედა და ბებია მოვკალიო"- თბილისში მომხდარი მკვლელობის დეტალები

"ყვიროდა, დედა და ბებია მოვკალიო"- თბილისში მომხდარი მკვლელობის დეტალები
ყვიროდა, დედა და ბებია მოვკალიო- თბილისში მომხდარი მკვლელობის დეტალები

თბილისში, ზაზაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მეზობლების ინფორმაციით, გამთენიისას ახალგაზრდა კაცის ყვირილი გაიგეს, რომელიც ამბობდა, რომ დედა და ბებია მოკლა. 

"მანამდე ჩხუბი და ხმაური არ გაგვიგია. ძალიან კარგი, საუკეთესო ადამიანები იყვნენ, როცა ყვირილი დაიწყო უკვე პოლიციაც მოვიდა და ეს სურათი დაგვხვდა," - აცხადებენ მეზობლები.

მათივე ცნობით, სახლი, სადაც აღნიშნული ოჯახი დროებით ცხოვრობდა, ამერიკაში მცხოვრებლებს ეკუთვნით. 

შეგახსენებთ, რომ თბილისში 19 წლის ბიჭმა მძინარე დედა და ბებია ნაჯახით მოკლა. სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული - მ.ზ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system