
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში 23 წლის კაცი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში ბაბუამ მიაყენა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება უტარდება.
დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუმარტეს, რომ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 1942 წელს დაბადებული დ.მ. მას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა მცდელობა ედება ბრალად.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.