თავში

კიევში ჩაცხრილული ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტი" გარდაიცვალა

კიევში ჩაცხრილული ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტი" გარდაიცვალა
კიევში ჩაცხრილული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი გარდაიცვალა

კრიმინალური "ავტორიტეტი" ირაკლი მალანია, რომელსაც 16 ნოემბერს კიევის სასამართლოს ეზოსთან შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს, წუხელ კლინიკაში გარდაიცვალა. 

მალანია 10 დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თავდამსხმელებმა მას 10 ტყვია ესროლეს. მალანია კიევის სასამართლოს წინ მაშინ ჩაცხრილეს, როცა იქ სხვა ბრალდებულებთან ერთად, პროცესზე გამოცხადდა. მალანიას უკრაინელი სამართალდამცავები ფულის გამოძალვას, ადამიანების გატაცებას და მკვლელობასაც კი ედავებოდა.

უკრაინის პოლიციამ ფაქტზე საქართველოს მოქალაქე გიორგი არუთინოვი დააკავა, ორ პირზე - ნოდარ ნიშნიანიძესა და ლაშა სიხარულიძეზე კი ძებნა გამოცხადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system