თავში

კლინიკა "ვივამედის"დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

კლინიკა "ვივამედის"დაცვის თანამშრომელი დაჭრეს
კლინიკა ვივამედისდაცვის თანამშრომელი დაჭრეს

კლინიკა "ვივამედის" დაცვის თანამშრომელი ცივი იარაღით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრები მკურნალი ექიმის ნახვას ცდილობენ, რისი უფლებაც დაცვის წევრმა არ მისცა. ფაქტის გამო გაღიზიანებულმა პირმა დაცვის თანამშრომელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ექიმის განცხადებით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას მძიმე მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული ცივი იარაღით, აქვს აქტიური სისხლდენა. ამ დროისთვის უტარდება  გადაუდებელი ოპერაცია. ექიმის შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. 

ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი პირი უკვე დააკავეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი ყოფილი პატიმარია, რომელიც აღნიშნულ კლინიკაში ხშირად ხვდებოდა, რადგან საკანში ლითონის საგნებს ყლაპავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system