ახალციხეში ტექნიკის მაღაზია „ზუმერი“ გაქურდეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
რა რაოდენობის ტექნიკაა წაღებული მაღაზიიდან, ამ ეტაპზე უცნობია.
როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.