თავში

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 28 წლის ახალგაზრდა განზრახ მკლველობის ბრალდებით დააკავეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 28 წლის ახალგაზრდა განზრახ მკლველობის
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 28 წლის ახალგაზრდა განზრახ მკლველობის ბრალდებით დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ნოემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, თავის საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა თანასოფლელი – 1990 წელს დაბადებული დ.შ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system