თავში

ქობულეთში მამაკაცმა ერთი პოლიციელი დაჭრა, მეორეს კი ფიზიკურად გაუსწორდა

ქობულეთში მამაკაცმა ერთი პოლიციელი დაჭრა, მეორეს კი ფიზიკურად გაუსწორდ
ქობულეთში მამაკაცმა ერთი პოლიციელი დაჭრა, მეორეს კი ფიზიკურად გაუსწორდა

ქობულეთში მოქალაქემ მსუბუქი ავტომობილით საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, ადგილზე მისულ სამართალდამცავებს კი არ დაემორჩილა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მსუბუქ ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, როდესაც ბოძს შეეჯახა, რის შემდეგაც სამართალდამცავების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა. თვითმხილველთა თქმით, მოქალაქემ ერთ-ერთ პოლიციელს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა, მეორეს კი ფიზიკურად გაუსწორდა. ორივე სამართალდამცველი კლინიკაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. პოლიციელებმა კლინიკა უკვე დატოვეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში Report.ge-ს განუცხადეს, მამაკაცი "სისხლის სამართლის კოდექსის" 353 პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system