თავში

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

45 წლამდე მამაკაცს სანადირო თოფიდან ესროლეს. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც მოგვიანებით ექიმმა განაცხადა, მამაკაცი კლინიკაში შეყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი, შესაძლოა, წარსულში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს. მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად შურისძიება სახელდება.

ცხედარი  ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მკვლელობაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ქობულეთში მკვლელობა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system