თავში

კორპუსის ეზოში მოპედის ქურდობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

კორპუსის ეზოში მოპედის ქურდობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს
კორპუსის ეზოში მოპედის ქურდობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ლ.თ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ქალაქ გორში დააკავეს. ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მოქალაქის კუთვნილი მოპედის მოპარვას ცდილობდა.

ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის
მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system