თავში

"ქურდული სამყაროს" წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

"ქურდული სამყაროს" წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოსა და რუსთავის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს.

1968 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ხ.პ.-სა და 1972 წელს დაბადებულ ე.ა.-ს „ქურდული სამყაროს“ წევრობა და გამოძალვა ედებათ ბრალად.

"საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ხ.პ. და ე.ა. „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. ბრალდებული ხ.პ. სხვადასხვა პირის დაშინების გზით ცდილობდა პირადი და „ქურდული სამყაროსათვის“ მატერიალური სარგებლის მიღებას. იგი საზღვარგარეთ მცხოვრები ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით, თავისი ნდობით აღჭურვილი პირის, მეორე ბრალდებულის – ე.ა.-ს შუამავლობით, სისტემატურად უკავშირდებოდა თანასოფლელს და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ თანხას სძალავდა", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, პოლიციამ ორივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავა.

"ქურდული სამყაროს" წევრობისა და გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლითა და 181-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები ოთხიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system