თავში

ქუთაისის აეროპორტში მოქალაქემ ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა სცადა

ქუთაისის აეროპორტში მოქალაქემ ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა სცადა
ქუთაისის აეროპორტში მოქალაქემ ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა სცადა

ქუთაისის აეროპორტში მოქალაქემ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანა სცადა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე გ.დ.-ს კუთვნილი ბარგი და ხელბარგი შეამოწმეს. ნაპოვნია ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი – „მეტადონი“ (72 გრამი).

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system