თავში

ქუთაისის ციხეში პატიმარი 43 დღეა შიმშილობს

ქუთაისის ციხეში
ქუთაისის ციხეში პატიმარი 43 დღეა შიმშილობს

ქუთაისის ციხეში პატიმარი თვეზე მეტია შიმშილობს.

დაკავებულ კობა ომანაძის უფლებადამცველის, ადვოკატ ილია ჯანელიძის თქმით, პატიმრის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ის სამედიცინო დახმარებაზე უარს ამბობს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 43 დღეა შიმშილობს, მან პროტესტის უკიდურეს ფორმას 2 ოქტომბრიდან მიმართა. უკიდირესად მძიმე მდგომარეობაშია. სამედიცინო დახმარებასა და კლინიკაში გადაყვანაზე უარს აცხადებს. ამბობს, რომ უდანაშაულოა და ბრალს არ აღიარებს, ამიტომ შესაბამისი უწყებების დაინტერესებას მოითხოვს", - აცხადებს ადვოკატი ილია ჯანელიძე. 

დაკავებულის ინტერესების დამცველის, ილია ჯენელიძის თქმით, 2 ოქტომბერს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნარკოტიკის შეძენა შენახვის ფაქტზე დააკავეს.  ბრალდებულის თქმით კი მას ნარკოტიკი პოლიციამ ჩაუდო. 

პატიმრის შიმშილობის ფაქტი report.ge -ს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system