
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.
ამ დრომდე უცნობი მოტივით, დამნაშავემ ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლი მოკლა, მეორე პიროვნება კი დაჭრა.
დაჭრილი მამაკაცი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.