თავში

ქუთაისში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი სუპერმარკეტში შეიჭრა

ქუთაისში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი სუპერმარკეტში შეიჭრა
ქუთაისში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი სუპერმარკეტში შეიჭრა

ქუთაისში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ცივი იარაღით, სუპერმარკეტში შეიჭრა. ის მუქარით თანხასა და სიგარეტს ითხოვდა. 

მარკეტის თანამშრომლებმა დაცვის კომპანიის გამოძახება დროულად შეძლეს. 

მამაკაცმა გაქცევა მოახერხა, თუმცა ის ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system