ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მშვიდობის ქუჩაზე მაღზია გაძარცვეს. მძარცველებმა მაღაზიის გასაქურდად შენობის კედელი გაანგრიეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია თამბაქო, თუმცა ამ დროისთვის ზარალის სრული ოდენობა უცნობია.
როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისროში განუცხადეს, საქმეზე გამოზიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.