თავში

ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვისთვის 3 პირი დააკავეს

ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვისთვის 3 პირი დააკავეს
ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვისთვის 3 პირი დააკავეს

პოლიციამ ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის ფაქტი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს შსს-დან მიაწოდეს. 

"ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ზ.ა., 1969 წელს დაბადებული დ.ბ. და 1977 წელს დაბადებული ვ.ჩ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ქუთაისში დააკავეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, კომპანია "ოპპას" კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს და ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადამალეს. მომხდარიდან მეორე დღეს, ბრალდებულები მოპარული სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულის ამოღებას აპარატის საცავის დაზიანების გზით ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა ისინი ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system