თავში

ქუთაისში შვილმა მამა მოკლა

ქუთაისში შვილმა მამა მოკლა
ქუთაისში შვილმა მამა მოკლა

სამართალდამცველებმა 1989 წელს დაბადებული დ.კ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 24 მაისს, ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ურთიერთშელაპარაკებისას, მამას - 1968 წელს დაბადებულ ა.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა", - აცხადებენ უწყებაში.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ქუთაისში დააკავეს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system