თავში

ქვემო ქართლის პოლიციამ ქურდობის ფაქტი გახსნა

ქვემო ქართლის პოლიციამ ქურდობის ფაქტი გახსნა
ქვემო ქართლის პოლიციამ ქურდობის ფაქტი გახსნა

პოლიციამ ქურდობისთვის 1993 წელს დაბადებული პირი დააკავა. შემთხვევა ქალაქ მარნეულში მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს, ქალაქ მარნეულში, მან მოქალაქე აზერ სულეიმანოვის საცხოვრებელი სახლის ეზოდან სხვადასხვა სახის ჭურჭელი და ლითონის ნივთები მოიპარა.

"დადგენილია, რომ ი.ჯ.-მ ამავე სახლის ტერიტორიაზე ქურდობის ფაქტები 7 და 9 თებერვალსაც ჩაიდინა. გარდა ამისა, ირკვევა, რომ დაკავებულმა თებერვლის თვეში მარნეულში კიდევ სამი მოქალაქე გაქურდა, კერძოდ, ფ.ბ.-ს სამოვარი და ელექტროხელსაწყოები მოჰპარა, ბ.მ.-ის ავტოფარეხიდან ასევე ელექტროხელსაწყოები, ხოლო რ.ს.-ის სახლის ეზოდან ელექტროხელსაწყო და სპილენძის სადენი მოიპარა", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. 

ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system