თავში

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ report.ge-ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოში შემოიტანეს და ქვემო ქართლის რეგიონში გაასაღეს 20 ცალი ყალბი 500 ევროიანი კუპიურა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 10 000 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10 წლამდე ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system