თავში

ლაგოდეხში შვილმა დედა დაჭრა

ლაგოდეხში შვილმა დედა დაჭრა
ლაგოდეხში შვილმა დედა დაჭრა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში შვილმა დედა დაჭრა. 

შუა ხნის ქალს ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მათივე ცნობით, პოლიციას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დადგენილი ჰყავს და მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system