თავში

მოლარეს 135 ლარი გასტაცა - დაკავებულს 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება - VIDEO

მოლარეს 135 ლარი გასტაცა - დაკავებულს 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება - VIDEO
მოლარეს 135 ლარი გასტაცა - დაკავებულს 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება - VIDEO

გურიის პოლიციამ ოზურგეთში სუპერმარკეტ „მოდერნის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნა - ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა 2000 წელს დაბადებული გ.ქ. ყაჩაღობის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 5 მარტს, ოზურგეთში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „მოდერნში“ შეიჭრა, მოლარეს ცივი იარაღის მუქარით 135 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გ.ქ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system