თავში

ლანჩხუთის ტყეში კაცის ცხედარი იპოვეს

ლანჩხუთის ტყეში კაცის ცხედარი იპოვეს
ლანჩხუთის ტყეში კაცის ცხედარი იპოვეს

ლანჩხუთის ტყეში 50 წლამდე ასაკის კაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 წინასწარი ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ესროლეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი წარსულში ნასამართლევი იყო. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system