თავში

ლავასოღლის მხარდამჭერთა აქციაზე 9 პირი დააკავეს

ლავასოღლის მხარდამჭერთა აქციაზე 9 პირი დააკავეს
ლავასოღლის მხარდამჭერთა აქციაზე 9 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის მხარდამჭერთა აქციაზე 9 ადამიანი დააკავეს. 

დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით განხორციელდა, რაც სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აქციის მონაწილეები ბათუმი-სარფის მაგისტრალის ახალსოფლის მონაკვეთზე დააკვეს, სადაც ლავასოღლის მხარდამჭერებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

შეგახსენებთ, რომ ე.წ კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის მხარდამჭერებმა გუშინ პირი ამოიკერეს, შემდეგ კი მშვიდობიანი მსვლელობა გამართეს.

მანამდე კი, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა შიმშილობა დაიწყეს და აჭარის პროკურატურის შენობასთან კარვები გაშალეს.

15-მდე ადამიანმა შიმშილი ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით დაიწყო. აქციის მონაწილეებმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ულტიმატუმი წაუყენეს და გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 15:00 საათამდე დაუწესეს. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქცის მონაწილეები სარფთან ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებოდნენ.

ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები მოითხოვენ, რომ მან სასჯელი საქართველოში მოიხადოს. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მას არ სურს ქართულ საპატიმროში ლავასოღლის ყოფნა.

2018 წლის ივლისში, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მინდია გორაძე დამნაშავედ ცნო „კანონიერ ქურდობაში“, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2019 წლის აპრილში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „კანონიერი ქურდობისა“ და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის მუხლებით, ლავასოღლის დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამჟამად სტამბოლის ციხეში, განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებთან ერთად იმყოფება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system