თავში

დაკავებულია ქალი, რომელიც შვილებს ცემით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა - VIDEO

დაკავებულია ქალი, რომელიც შვილებს ცემით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა - VIDEO
დაკავებულია ქალი, რომელიც შვილებს ცემით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა  - VIDEO

თბილისში, 35 წლის ქალი ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

,,დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ი.უ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს - 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომას აიძულებდა.

კერძოდ, ი.უ. მათ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა.

სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე, ფოტო გადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება, რითაც ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების სისტემატური შრომითი ექსპლუატაცია დადასტურდა", - აცხადებენ უწყებაში.

შსს-ს ინფორმაციით, მომხადრთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს.

დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system