თავში

მაღაროელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს

მაღაროელი დააკავეს
მაღაროელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მადნის გადამამუშავებელი ქარხნის მუშა, 1965 წელს დაბადებული ზაზა ჩინჩალაძე, პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

report.ge -ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ  მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, სამართალდამცველები ჭიათურაში, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“-მადნის გადამამუშავებელი ქარხნის ე.წ. „ცდფ“-ის ტერიტორიაზე მომხდარი ელექტროძრავების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებდნენ, რა დროსაც ამავე კომპანიის თანამშრომელმა – ზაზა ჩინჩალაძემ მათ სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას დაეცვა წესრიგი, რის გამოც იგი ადმინისტრაციული წესით ადგილზე დააკავეს.

დაკავებული  სასამართლოში არის გადაყვანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system