თავში

მაისში უკანონო ტყითსარგებლობის 155 ფაქტი გამოვლინდა

მაისში უკანონო ტყითსარგებლობის 155 ფაქტი გამოვლინდა
მაისში უკანონო ტყითსარგებლობის 155 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 155 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

როგორც REPORT.GE-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 41 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 31 ფაქტი, 

იმერეთში - 25, აჭარაში - 17, 

სამცხე-ჯავახეთში - 15, 

ქვემო ქართლში - 13, 

შიდა ქართლში - 6, 

გურიაში - 5, 

რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 1 

მცხეთა-მთიანეთშიც 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა. 

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 553 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 30 ფაქტი. 

ამოღებულია 4 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. 

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system