თავში

მამა მიშველე დამჭრაო - 19 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალებს მამა იხსენებს

მამა მიშველე დამჭრაო - 19 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალებს მამა იხსენებს
მამა მიშველე დამჭრაო - 19 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალებს მამა იხსენებს

ძმებს შორის მომხდარი დაპირისპირების დეტალებს იხსენებს მათი მამა, მარად ახლოური. 

19 წლის მიშო ახლოურის მამა ამბობს, რომ მისი უფროს შვილს, უმცროსი ძმა განზრახ არ მოუკლავს. 

"9 საათზე, როდესაც უკვე იწყებოდა კომენდანტის საათი, მე მოვედი სახლში. მიშიკო იყო "ზალაში", ტელევიზორი ჰქონდა ჩართული და დივანზე იყო ნახევრად გადაყუდებული. დავწექი მერე და, დაახლოებით, 10 საათზე უკვე დავიძინე. უცებ ხმით მაღვიძებს მიშიკო და საძინებლის წინ დგას, მამა, მიშველე, დამჭრაო. უცებ სისხლი რომ დავინახე, არ ვიცი რა გავაკეთე, წამოვხტი.

გიორგი სამზარეულოდან გამოვიდა და იძახდა ცუდად ვარო. მერე გავიგე, რომ ტელევიზორის კაბელზე ყოფილა ჩხუბი. გიორგის უთქვამს გამორთე ტელევიზორი, მეძინება და დილით წასასვლელი ვარო. არ ვიცი რა მოხდა მაგ დროს, არ გამორთო თუ რა იყო, რა წაილაპარაკეს, მე ის არ გამიგია და არ ვიცი. რაც შევხედე, არ იყო ღრმა ჭრილობა, როგორც ჩემმა თვალმა ნახა. რატომ ჰქონდა ეს დანა და მერე აუღია დანა, რომ გადაეჭრა მიშიკოსთვის ტელევიზორის კაბელი. მანდ მოხდა შემთხვევით, მიშიკოს თავის ძაღლი ჰყავს, ამ ძაღლმა რაღაც ქნა და ამ ძაღლზე მოქნეული მოხვდა მიშიკოს. 

გიორგი რეკავდა სასწრაფოში, დარეკა ერთხელ, ველოდებოდით. მერე კიდევ ერთხელ, ორჯერ. ეს განმეორდა, როგორც მახსოვს, სამჯერ. მოვიდა სასწრაფო და ჩვეულებრივ ჩავიყვანეთ, გულზე არ არის და სწრაფად ჩავიყვანოთო და ჩავიყვანეთ მე, გიორგიმ.

განზრახ მკვლელობა არ მომხდარა, მანდ იყო შემთხვევითი უბედურება, შემთხვევითი უბედურება მოხდა. ყველგან ხდება რაღაც შელაპარაკება, მაგრამ რამე ისეთი კონფლიქტი არ ყოფილა. შემთხვევით მოხდა, კი. მე მაგაში ვარ დარწმუნებული. შემთხვევითი უბედურება დაემართა ჩემს ოჯახს. გიორგი აქ დაუკავებიათ, მაშინვე," - ამბობს მამა "რუსთავი 2-თან" საუბრისას.

ცნობისთვის, თბილისში, 6 იანვარს 19 წლის მიშო ახლოურის მკვლელობის ბრალდებით, მისი ძმა დააკავეს.

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი ახლოურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

როგორც მიშო ახლოურის სოციალური ქსელიდან ირკვევა, ის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ახლო მეგობარი იყო. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system