თავში

მამაკაცი, რომელიც თავის აფეთქებით იმუქრებოდა, დაკავებულია

მამაკაცი, რომელიც თავის აფეთქებით იმუქრებოდა, დაკავებულია
მამაკაცი, რომელიც თავის აფეთქებით იმუქრებოდა, დაკავებულია

მამაკაცი, რომელიც თავის აფეთქებით იმუქრებოდა დაკავებულია. გლდანის ტერიტორიაზე, გიორგიწმინდას დასახლებაში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის შემდეგ პირმა, რომელიც ხელყუმბარით იყო შეიარაღებული, განაცხადა, რომ თავს აიფეთქებდა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ სხვა პირები.

გავრცელებული ცნობით, გიორგი მერაბაშვილმა შემაკავებელი ორდერი დაარღვია და ნათესავების სახლში ყოფილ მეუღლესთან შეხვედრას ითხოვდა. 

ამ დროისთვის შსს-ს წარმომადგენლებს ტერიტორია შემოსაზღვრული აქვთ. ისინი საქმის შესახებ დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებენ. 

როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები 1 საათზე მეტხანს გაგრძელდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system