თავში

მამის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

მამის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა
მამის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საჩხერეში მამის მკვლელობაში ბრალდებულ 16 წლის ბიჭს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები დაკავებულის, კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვენ.

ცნობისთვის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში 16 წლის ბიჭმა მამა მოკლა. მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system