თავში

მამის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს

მამის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს
მამის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს

მამის მკვლელობაში ბრალდებული პირი სამართალდამცველებმა დააკავეს. 

დაკავებამდე ბრალდებულმა თვითდაზიანებები მიიყენა, რის გამოც ქუთაისის რეგიონალური მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე ის კლინიკაში, ბბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშაა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მამას - 1958 წელს დაბადებულ ნ.წ.-ს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც იმავე დანით თვითდაზიანებები მიიყენა. სამართალდამცველებმა კ.წ. ქუთაისში ერთ-ერთ კლინიკაში ბრალდებულის სახით დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system