თავში

მარნეულში 17 წლის გოგო მოიტაცეს

მარნეულში 17 წლის გოგო მოიტაცეს
მარნეულში 17 წლის გოგო მოიტაცეს

მარნეულში 17 წლის გოგო მოიტაცეს. თვითმხილველების ინფორმაციით არასრულწლოვანი კერძო მასწავლებელთან იმყოფებოდა. რეპეტიტორის სახლის დატოვების შემდეგ, ის რამდენიმე მამაკაცმა მანქანაში იძულებით ჩასვა და გაიტაცა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისადმი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system