
მარნეულში ორი ადამიანი დაჭრეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ბასრი საგნით ორი ადამიანია დაჭრილი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Report.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახურის თქმით, მომხდარზე გამოძიება 119-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პრესსამსახურის თქმით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

თამთა კაპანაძე
ავტორი