თავში

მარტყოფში ძმისშვილმა ბიძა დაჭრა

მარტყოფში ძმისშვილმა ბიძა დაჭრა
მარტყოფში ძმისშვილმა ბიძა დაჭრა

გარდაბნის მუნიციპალიტეტ სოფელ მარტყოფში ძმისშვილმა, ცეცხლსასროლი იარაღით, 65 წლის ბიძა დაჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიძასა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ძმისშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რა დროსაც 23 წლის კაცმა ბიძას ცეცხლსასროლი იარაღით, მუცლის არეში, მრავლობით დაზიანება მიაყენა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ბრალდებული სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system