თავში

მარტყოფში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

მარტყოფში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი
მარტყოფში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

მარტყოფში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ახალი დეტალები ხდება ცნობილი - გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლები ამბობენ, რომ მას მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. 

"კურიერის" ინფორმაციით, ისინი ყვებიან, რომ მამაკაცი დანით თვითდაზიანების მიყენებას ცდილობდა, როდესაც მისი ცოლი მისთვის დანის წართმევას შეეცადა, რასაც შედეგად მისი დაზიანებაც მოჰყვა.

გამოძიების ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტის დროს, სიტყვიერი შელაპარაკებისას, ქმარმა ცოლს დანით დაზიანებები მიაყენა. გაშველების დროს, მცირე დაზიანება მიიღო მათმა ქალიშვილმაც. ამის შემდეგ, მამაკაცმა ყელის არეში თვითდაზიანებები მიიყენა, რაც მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. 

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system