თავში

მასაჟის გარდა სხვა მომსახურებაც მოითხოვა - თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

მასაჟის გარდა სხვა მომსახურებაც მოითხოვა - თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
მასაჟის გარდა სხვა მომსახურებაც მოითხოვა - თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც გვიან ღამით ყელი გამოჭრეს, 38 წლის ტრანსგენდერი ქალია.

ტაილანდური მასაჟის ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც მომხდარს შეესწრნენ ჰყვებიან, რომ დაპირისპირება მასაჟის სპეციალისტსა და მომხმარებელს შორის, მას შემდეგ დაიწყო, რაც მომხმარებელმა მასაჟის გარდა დამატებითი მომსახურება მოითხოვა, რაზეც მას უარი ეთქვა.

"ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი, ვიღაცამ დააკაკუნა, გოგონამ გააღო, შემდეგ უკვე მამაკაცმა დანა ყელის არეში ჩაარტყა. მანამდე ჩვენ ამ მამაკაცს არ ვიცნობდით, ნანახი არ გვყავდა. ეს მოხდა, მეტი არაფერი ვიცით. გარდაცვლილ გოგონას არავისთან ჰქონია პრობლემა, ძალიან კარგი ადამიანი იყო," - აცხადებს ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი.

ცნობისთვის, თბილისში, ვერაზე 38 წლის ქალი მოკლეს, რომელიც ტაილანდის მოქალაქეა. ის თბილისში 2 კვირით იყო ჩამოსული და მასაჟის ცენტრში დროებით მუშაობდა. დაჭრილია ცენტრის კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელიც კლინიკიდან უკვე გაწერეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system