თავში

მდინარაძე: დამთხვევა იყო ეს თუ არა, ხვალ-ზეგ გაირკვევა

მდინარაძე: დამთხვევა იყო ეს თუ არა, ხვალ-ზეგ გაირკვევა
მდინარაძე: დამთხვევა იყო ეს თუ არა, ხვალ-ზეგ გაირკვევა

„აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია და დავარქვათ ამას უბრალო დამთხვევა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დამთხვევა იყო თუ არა, ბანკში ირაკლი კვარაცხელიას ყოფნა, გაირკვევა.

„აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია და დავარქვათ ამას უბრალო დამთხვევა. მაგრამ ეს ფაქტია და მომდევნო დღეებში გავარჩიოთ ეს დამთხვევაა თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ის ზუგდიდში ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი თავისი მოქმედებებით, არსით, პოსტებით, რომელსაც გვარამიას ოჯახის წევრებთან აქვს თურმე, ახლობლური კავშირი, მერიაში მუშაობდა და უგულავა იყო მისი ხელმძღვანელი და ეს პირი აღმოჩნდა მძევლებს შორის. ვიღაცას აქვს უფლება, გამოთქვას თავისი ეჭვი და აზრი. მე თუ მკითხავთ, დღეს ამაზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ ამას დავანებოთ თავი. ფაქტი მოხდა და რატომ მოხდა ასე, დამთხვევა იყო ეს თუ არა, ეს ხვალ-ზეგ გაირკვევა.“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ,,იმედის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system