თავში

მებაჟეებმა მილიონამდე არადეკლარირებული თანხა ამოიღეს

მებაჟეებმა მილიონამდე არადეკლარირებული თანხა ამოიღეს
მებაჟეებმა მილიონამდე არადეკლარირებული თანხა ამოიღეს

შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრების მიერ, არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

მათი ინფორმაციით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 857 550,09 ლარი შეადგინა.

“30 ოქტომბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი“, ,,წითელი ხიდი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ქუვეითის, ბელარუსის, ირანის ისლამური სახელმწიფოს, საქართველოსა და ყაზახეთის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 328 843 აშშ დოლარი, 475 ბელარუსული რუბლი, 22 500 ყაზახური ტენგე და 3 000 000 რუსული რუბლი გამოავლინეს.

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 857 550,09 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა (არადეკლარირებული თანხის 10 %-ის ოდენობით) ჯამში, 115 755,006 ლარი შეეფარდათ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system