თავში

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ბადრი ესებუას ძმის დაკავების შესახებ

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ბადრი ესებუას ძმის დაკავების შესახებ
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ბადრი ესებუას ძმის დაკავების შესახებ

სამართალდამცველებმა ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ზუგდიდში მომხდარ თვდასხმაში ბრალდებულის ძმის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. 

"ოჯახის ერთ-ერთ ახლობელზე დაყრდნობით, ჩვენთვის ცნობილი გახდა ბიძინა ესებუას დაკავების სავარაუდო მოტივი. როგორც ირკვევა, გამოძიებას ჰქონდა ინფორმაცია ბადრი ესებუას და მისი ძმის კონტაქტის შესახებ, მან სამართალდამცველების გამოჩენისთანავე გაქცევა სცადა, თუმცა დროულად დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის მეორე დღეს ბადრი ესებუა დეიდის სახლში იმალებოდა, სადაც მას ძმამ, ბიძინა ესებუამ მიაკითხა და მალულად ტყეში წაიყვანა", - წერს "პრაიმტაიმი". 

შსს-ს ფაქტზე ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system