თავში

"მეც შეძრული ვარ" - ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის სახლში ჩხრეკა დასრულდა

"მეც შეძრული ვარ" - ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის სახლში ჩხრეკა დასრულდა
მეც შეძრული ვარ - ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის სახლში ჩხრეკა დასრულდა

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი, ზურაბ ბერიძე, რომელმაც საკუთარი საცხოვრებელი სახლი ცოტა ხნის წინ დატოვა, აცხადებს, რომ თბილისში მოკლულ ქალთან კონტაქტი ბოლოს 6 თვის წინ ჰქონდა.

სახლის დატოვების შემდეგ, სადაც სამართალდაცმველები მუშაობდნენ, ბერიძემ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

„მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, ერთადერთი, შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მე ის საერთოდ არ მინახავს, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ზურაბ ბერიძემ.

თბილისში, კამანის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალი ანასტასია შატალოვაა, რომელიც ბათუმის ყოფილ ვიცე მერს, ზურაბ ბერიძეს შვილის წართმევაში ადანაშაულებდა.

ანასტასია შატალოვა აცხადებდა, რომ ბერიძემ ბავშვი მოტყუებით წაიყვანა და დედას აღარ აჩვენებდა.

როგორც შატალოვა სხვადასხვა სატელევიზიო შოუში და ინტერნეტგამოცემებთან ჰყვებოდა, ბერიძე მას ცოლად მოყვანას შეჰპირდა, თუმცა, ბავშვის გაჩენის შემდეგ ექს-მაღალჩინოსანი პირველ მეუღლეს დაუბრუნდა, მას კი ახალშობილი წაართვა.

თუმცა მოგვიანებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლომ შვილი დედას დაუბრუნა, ზურაბ ბერიძესა და შატალოვას შორის ურთიერთობა დალაგდა და ბერიძე შვილის სანახავად 25 წლის ქალთან ხშირად დადიოდა.

დღეს ბათუმის ყოფილი ვიცე მერის, ზურაბ ბერიძის ბინაში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ჩხრეკის პროცესს ადვოკატთან ერთად ესწრებოდა თავად ბერიძე. 

მემედ აბაშიძის ქუჩაზე პოლიციელები რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ. მედიის წარმომადგენლებს სადარბაზოში არ უშვებენ.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გასულ ღამით, კამანის ქუჩაზე მოხდა. შატალოვას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system