თავში

,,მეზობლები მათ გაშველებას ცდილობდნენ" - გურჯაანში კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა

,,მეზობლები მათ გაშველებას ცდილობდნენ" - გურჯაანში კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა
,,მეზობლები მათ გაშველებას ცდილობდნენ - გურჯაანში კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობის შესახებ report.ge-სთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც report.ge-ს ადგილობრივმა მცხოვრებმა განუცხადა, 50 წლის მამაკაცსა და მოკლულ მეზობელს შორის დიდი ხნის კონფლიქტი იყო, რაც ფულთან იყო დაკავშირებული. 

ადგილობრივის თქმით, ეჭვმიტანილის მეუღლე და 2 მეზობელი მათ გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც 50 წლის მამაკაცმა საკუთარი მეუღლე და კონფლიქტში მყოფი მეზობელი მოკლა, ხოლო კიდევ 2 მეზობელი დაჭრა. 

დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა და მათ ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ.

ექიმების შეფასებით, დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system