თავში

მოსწავლეების ტუალეტში თვალთვალის საქმეს შსს იძიებს

მოსწავლეების ტუალეტში თვალთვალის საქმეს შსს იძიებს
მოსწავლეების ტუალეტში თვალთვალის საქმეს შსს იძიებს

რეპეტიტორის ქმარი, მის ცოლთან მოსამზადებლად  მისულ არასრულწლოვნ აბიტურიენტებს, ტუალეტში მობილურით ვიდეოებს უღებდა. Report.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო და, გამოძიების ინტერესებიდანვე გამომდინარე, ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები არ ხმაურდება. 

ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ, თავდაპირველად "პრაიმტაიმმა" გაავრცელა. 

"თბილისის ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი სკოლის მოსწავლეებს,  სახლში ამეცადინებდა. რამდენიმე დღის წინ კი, მოსწავლეებმა აღმოაჩინეს, რომ მასწავლებლის სახლის საპირფარეშოში ტელეფონის კამერით უთვალთვალებდნენ. ტელეფონის ჩანაწერების ნახვისას აღმოჩნდა, რომ თვალთვალს პედაგოგის ქმარი ახორციელებდა, რომელიც საპირფარეშოში ტელეფონის ფარულად დადების მომენტში კამერაზე თავადაც არის აღბეჭდილი. პედაგოგმა ბავშვების მშობლებს მოუბოდიშა და სთხოვა, ფაქტი არ გაეხმაურებინათ", —  წერს გამოცემა.

157-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს იძიებს. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება, ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარ უზრუნველყოფას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ითვალისწინებს სასჯელს თავისუფლების აღკვეთით, ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system