თავში

მრავალჯერ ნასამართლევი პირი მოქალაქეებს პოლიციელის სახელით ემუქრებოდა

მრავალჯერ ნასამართლევი პირი მოქალაქეებს პოლიციელის სახელით ემუქრებოდა
მრავალჯერ ნასამართლევი პირი მოქალაქეებს პოლიციელის სახელით ემუქრებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ბ. მუქარის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, დროებითი საცხოვრებლის შესაძლო ქირავნობის მიზნით, ტელეფონით დაუკავშირდა თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე ბინის მფლობელებს, რა დროსაც მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამავე დღეს განხორციელებული სატელეფონო საუბრის დროს, მ.ბ. მოსაუბრეებს გაეცნო როგორც პოლიციის თანამშრომელი - ლევან მაისურაძე და ბინის მფლობელებს მისი სახელით დაემუქრა.

გამოძიება მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system