თავში

მზად ვარ ჩავენაცვლო მძევლებს - გიგი უგულავა

მზად ვარ ჩავენაცვლო მძევლებს - გიგი უგულავა
მზად ვარ ჩავენაცვლო მძევლებს - გიგი უგულავა

"ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მზად არის ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" მძევლად აყვანილ თანამშრომლებს ჩაენაცვლოს და თავად დარჩეს მძევლად, ვიდრე მოლაპარაკებები დასრულდება. 

"ერთი რამ მინდა ვთქვა, თუ ახლა გამტაცებელი გვისმენს, ასევე პოლიციას მინდა მოვუწოდო, ვთხოვო, რომ შესთავაზოს გამტაცებელს მოლაპარაკება, რამდენადაც ვიცი 3 მძევალია დარჩენილი, მზად ვარ ჩავენაცვლო იმ დარჩენილ სამს. თუ გვისმენს ახლა გამტაცებელი და მას ხმაური სჭირდება, თუ იქნება იქეთა მხრიდანაც თანხმობა, მზად ვარ ჩავენაცვლო დარჩენილ მძევლებს და შემდეგ სახელმწიფომ წარმართოს მოლაპარაკება, დეპუტატობის კანდიდატი ალბათ უფრო ხელსაყრელია მისთვის. ამიტომ, მე გიგი უგულავა დავრჩები მძევლად, მანამ სანამ განიმუხტება სიტუაცია. 

მე ვნახე, აქ შევხვდი იმ თანამშრომლებს, რომლებიც უკვე გამოვიდნენ შენობიდან, ადამიანები უბრალოდ შოკში არიან. თავიდან მძევლები იყვნენ ბევრნი, მაგრამ გათავისუფლდნენ, თუ არ ვცდები იყო 15 ადამიანი, მაგრამ როგორც ჩანს გამტაცებელი არის ერთი და ნაწილი მძევლებისა მან გაათავისუფლა.

ეს არის უმძიმესი ფაქტი, სამართალდამცველებმა უნდა მიხდეონ ამ ამბავს და სახელმწიფომ გაგვაგებინოს, ბოლოს და ბოლოს რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე. 

კიდევ ერთხელ მინდა მივმართო იმ კაცს - მე არ ვიცი რას ითხოვ, ფული გინდა თუ მოთხოვნა არის პოლიტიკური, მაგრამ მზად ვარ ჩავენაცვლო" - განაცხადა უგულავამ. 

ცნობისთვის, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system