თავში

ნაძალადევში "ლელოს" ოფისი გატეხეს

ნაძალადევში "ლელოს" ოფისი გატეხეს
ნაძალადევში ლელოს ოფისი გატეხეს

"ლელო საქართველოსთვის" ნაძალადევის ოფისი რაიონული ორგანიზაციის თანამშრომლებს გატეხილი დახვდათ.

ოფისის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, თავდაპირველად მათ გატეხილი ბოქლომი შეამჩნიეს და ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. 

დაზიანებულია ოფისის მთავარი კარის საკეტი. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე იმყოფებოდნენ "ლელოს" ლიდერებიც.

კახა კოჟორიძის განაცხადებით, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები და "ლელო საქართველოსთვის" დაელოდება გამოძიების შედეგებს.

"არავის ვაბრალებ ოფისის ბოქლომის გატეხვას, მაგრამ ყველა წინა არჩევნებში მრავალჯერ ვნახეთ, რომ "ოცნება" აქტიურად იყენებს კრიმინალებს და არაფერი ამ ხელისუფლებისგან გამორიცხული არ არის" - განაცხადა კახა კოჟორიძემ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system