თავში

ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ - შსს ფარულ კადრებს ავრცელებს - VIDEO

ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ - შსს ფარულ კადრებს ავრცელებს - VIDEO
ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ - შსს ფარულ კადრებს ავრცელებს - VIDEO

სამართალდამცველებმა თბილისსა და მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინის“ და „მეტადონის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კადრებს ავრცელებს. 

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1985 წელს დაბადებული ი.პ., 1984 წელს დაბადებული ა.მ. და 1974 წელს დაბადებული ნ.ვ. და 1978 წელს დაბადებული ზ.შ.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system