
გორში, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
,,სამართალდამცველებმა სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, ორი პირი: 1994 წელს დაბადებული გ.კ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანეს." - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.