თავში

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისს ესროლეს

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისს ესროლეს
ნაციონალური მოძრაობის ოფისს ესროლეს

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისს ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოფისის ფასადზე გაკრულ ნიკა მელიას ბანერს რამდენჯერმე ესროლეს. ინფორმაცია Report.ge-ს "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მათი განცხადებით,  ბანერს 4 ნატყვიარი ეტყობა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ჯგუფები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

შსს-მ საქმეზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system